ზვიად ქორიძე : დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 9, 2018 13:12

ზვიად ქორიძე : დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება

შეწყალების კომისიის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც კომისია პენიტენციური დაწესებულებიდან თავად მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციას მიიღებს. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეკანოზის შეწყალების თაობაზე მიმართვა კომისიაში დღეს შევიდა.

„დღეს შემოვიდა განცხადება დეკანოზის შეწყალების თაობაზე, რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. განცხადება ელექტრონულად აიტვირთება და შემდეგ, რამდენიმე დღეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთხოვნა გაიგზავნება, სადაც უშუალოდ მსჯავრდებულმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალების მოთხოვნას. შეწყალების პროცედურის დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია თავად მსჯავრდებულის თანხმობა. როცა ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის, საკითხი უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად“, – განმარტა ზვიად ქორიძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 9, 2018 13:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics