ანა დოლიძე – ვანო ზარდიაშვილია არის კლანის საცეცი პარლამენტში

არაერთხელ ვთქვი, რომ ვანო ზარდიაშვილია არის კლანის საცეცი პარლამენტში, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, როდესაც რაღაც ასტკივდება ან ეწყინება კლანს, მის ინტერესებს დაიცავს ვანო ზარდიაშვილი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, უშინაარსო კომენტარები ვანო ზარდიაშვილისგან მომავალშიც მოსალოდნელია და ყურადღებას არ დაიმსახურებს.

„არაერთხელ ვთქვი, რომ ვანო ზარდიაშვილია არის კლანის საცეცი პარლამენტში, ​ შესაბამისად, არ არის გასაკვირი, როდესაც რაღაც ასტკივდება ან ეწყინება კლანს, მაგალითად, სიუჟეტი სასამართლოს ხელისუფლებაში შესაძლო კორუფციის შესახებ, კლანს და მის ინტერესებს დაიცავს მათი საცეცი, პარლამენტში, ვანო ზარდიაშვილი. ყველა წინა შემთხვევასთან დაკავშირებით იგივეს ჰქონდა ადგილი, ამიტომ მსგავსი უშინაარსო კომენტარები მისგან მომავალშიც მოსალოდნელია და ყურადღებას არ დაიმსახურებს“, – განაცხადა დოლიძემ.

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიასა და დიმიტრი გრიტიშვილის​. ამასთან, ვანო ზარდიაშვილარასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შემოსავლები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესაც დაასაბუთებინონ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე დუმილს დღეს დაარღვევს – სპეციალური პრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება