ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მოთხოვნა კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილების მიღებამდე ბესელიამ იუსტიციის საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით, ინსტიტუციური უპატივცემულობაა, როდესაც პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე მსჯელობს, ისინი კი დემონსტრაციულად აგრძელებენ დანიშვნების პროცესს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გახადა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – ვანო ზარდიაშვილია არის კლანის საცეცი პარლამენტში