ანა დოლიძე: რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასამართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება ძირეული ცვლილება

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასამართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება.

„საქართველოში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის კულტურა. ჩვენ ისტორიულად ეს კულტურა არ გვქონია და უნდა გავითავისოთ, რომ ხმის მიცემით ან არმიცემით თითოეული პარლამენტარი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დკავშირებით. ვფიქრობ, სასამართლო სისტემა სჭირდება არამარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია. ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს, ახალი ხალხის შესვლას. რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასმართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის საქმის პროკურორის განცხადებით, მკვლელობის მოტივი პაპიძის მეგობარი მამაკაცი გახდა