ანა დოლიძე ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვს

„დღეს მოვედი გენერალურ პროკურატურათსან მოთხოვნით, რომ ჩატარდეს გამოძიება, „ენკას” ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რათა დადგინდეს ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში ჩაწერა აკრძალვა – სასოფლო – სამურნეო მიწა მიეყიდოს უცხოელებს, მათ შორის უცხოურ კომპანიებს.

„ამავე დროს, სწორედ „ენკა“-სთან დადებულის ხელისუფლების შემდეგ ინდივიდუალურად არაერთ ჰექტარს და მიწის ნაკვეთს სპეციალურად შეუცვალეს სტატუსი. სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთები გახადა არა სასოფლო – სამურნეო მიწის ნაკვეთები იმისთვის, რომ შემდეგ ეს „ენკა“-სთვის გადაეცა. ამით ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავზე გადაგვახია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თვითონვე მიიღო. აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთების სტატუსი კონსტიტუციის დარღვევით სპეციალურად იქნა შეცვლილი, მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობას ამის საშუალება არ აქვს, რომც უნდოდეს მიწას უცხოელ ვერ მიყიდის. ამ შემთხვევაში იკვეთება სპეციალური ინტერესი, რომლის მიხედვითაც ხდება ჩვენი კანონმდებლობის და კონსტიტუციის ხელყოფა.
დღეს მოვედი აქ, რომ მოვითხოვო გამოძიება – „ენკას” ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს ჩვენს ზურგს უკან,” – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: პოლიტიკური სპექტრი შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების თარგმანში დაიკარგა
შემდეგი სტატიაფატმა ჯერენ იაზგანი: ეს პროექტი აშენდება საქარველოსთვის და ქართველებისთვის