ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდი ითხოვს ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას

ანა ბუჩუკური: ჩვენი მთავარი ნიშა იქნება საქმე და ამომრჩეველი

პარლამენტის წევრის, პარტია „საქართველოსათვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისმა გუნდმა ოფიციალურად წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რითაც მოითხოვა მყისიერად გამოძიების დაწყება იმ ბრალდებებზე, რომლებიც მისივე თქმით „მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მხრიდან გაისმა როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ასევე მოქმედი პოლიციელებისა და მოქმედი ჯარისკაცების მისამართით“.

„ბატონი ირაკლის განცხადებით, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა რის თანამონაწილეობაშიც პრაქტიკულად დასდო ბრალი როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს. მას შემდეგ, რაც მოვითხოვეთ მყისიერად სამართლებრივი რეაგირების მოხდენა, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიპი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა და მოვისმინეთ, რომ თითქოს ტელეეთერში გასული განცხადებები იყო არა ბრალდებები, არამედ იყო თურმე პოლიტიკური განცხადებები. ცოტა კომიკურია, მაგრამ მმართველი პარტიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბატონი კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ იყო, ძალიან აკადემიურად რომ ვთქვათ, ცილისწამება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურის თქმით, გუნდი მოითხოვს საკითხის დროულ გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული დაგვიანებული და პასუხგაუცემელი დღე აზიანებს პოლიციას და ჯარს.

გიორგი გახარიას თანაგუნდელის განცხადებით, მათ გუნდში გაწევრიანების მსურველთა და მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება მმართველი პარტიის მიერ რეგიონებში მათ მხარდაჭერებზე ზეწოლა, რითაც დღითიდღე ემსგავსება დღევანდელი მმართველი პარტია წინამორბედს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ორჯერ აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებზე მსჯელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაNCDC – ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი