ამსტერდამის ფსიქიატრიული თუ დამასწრებს, სააკაშვილი მაინც თბილისის სასამართლოში გაიღვიძებს – ინაშვილი

ამსტერდამის ფსიქიატრიული თუ დამასწრებს, სააკაშვილი მაინც თბილისის სასამართლოში გაიღვიძებს – ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ინაშვილის განცხადებით, ის შეასრულებს საკუთარ დაპირებას და საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

“ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ- გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! ეს ერთი. მეორე- თუ, ცხადია, მანამდე ამსტერდამის ფსიქიატრიულში არ მოხვდა. მესამე- თუ ამსტერდამის ფსიქიატრიულმა დამასწრო, მაინც გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! და მერე გამოფხიზლდება მატროსოვზე და დაპირებისამებრ, 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება “ობიექტივის” პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის!”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიილიას უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა, მაია სიდამონიძემ დატოვა
შემდეგი სტატიათიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა