ილიას უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა, მაია სიდამონიძემ დატოვა

ილიას უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა დატოვა. ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ამის მიზეზად რესტრუქტურიზაციას ასახელებს, რის საფუძველზეც ბიზნესის სკოლა ახალი ფაკულტეტის ნაწილი გახდა. სიდამონიძე კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალი თაობის ინტერესსა და კეთილდღეობას აზიანებს. ყოფილი ლექტორის განცხადებით, უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, რისი გამოსწორების მცდელობაც გიორგი ქადაგიძესთან ერთად ჰქონდა, მაგრამ ამის საშუალება ადმინისტრაციამ არ მისცა. 10 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ამავე მიზეზით უნივერსიტეტი ბიზნესის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ისაკაძემაც დატოვა.

“გარდა იმისა რომ იკვეთებოდა გარკვეული პრობლემები, მეორეს მხრივ მიუღებელია ის სტრუქტურული ცვლილებები, რაც განხორციელდა, რა ფორმითაც განხორციელდა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საქმე წინ უნდა უძღვოდეს პირად ამბიციებს. ასეთ შემთხვევაში უკვე მე ჩემს წვლილს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნამდვილად ვეღარ შევიტანდი,”-აცხადებს მაია სიდამონიზე.

ილიაუნის კიდევ ერთი ყოფილი ლექტორი, გიორგი ისაკაძე კი აცხადებს, რომ ბიზნეს სკოლა გაცილებით უკეთ განვითარდებოდა ძველი მენეჯმენტის პირობებში.

“მენეჯმენტში რეორგანიზაცია საუკეთესო საშუალებაა რომ არასასურველი ადამიანები წავიდნენ თანამდებობიდან და მიმაჩნია რომ ეს არ ემსახურებოდა ბიზნესის სკოლის უკეთეს მომავალს. მიმაჩნია რომ ბიზნესის სკოლა გაცილებით უკეთ განვითარდებოდა ძველი მენეჯმენტის პირობებში,”-აცხადებს გიორგი ისაკაძე.

banner
წინა სტატიაშიმძიმე მდგომარეობა ფსიქიატრიულ კლინიკაში-13 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ ომბუდსმენმა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შეისწავლა
შემდეგი სტატიაამსტერდამის ფსიქიატრიული თუ დამასწრებს, სააკაშვილი მაინც თბილისის სასამართლოში გაიღვიძებს – ინაშვილი