ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 10:00 საათისმდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია დააღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესიმშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებშიჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთანდაკავშირებით. 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამშეადგინა 6.15% ( 215 329 ამომრჩეველი)“- განაცხადა ანა მიქელაძემ. ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირეპროცედურული ხარვეზების შესახებ:„ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატისსაარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი,ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრაინფორმაცია კანდიდატების შესახებ;მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე,კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარულიყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმშიმიმდინარეობს;დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთანდაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაციაკანონმდებლობის ფარგლებში, შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას ამფაქტებზე. მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული.ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლადმიმდინარეობს;ცესკოში ასევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია„აპრიორიდან“ და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში აღნიშნული დაფიქსირდა ნაძალადევის #49-ე უბანზე; ორივე მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი;ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარებზე „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერისდამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზეფოტოვიდეოგადაღების წესის შესახებ დაფოტოვიდეოგადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში შესაბამისიწესით“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.მის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნოკომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონისნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა დადაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონარჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე თავისუფალია
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა N64-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა