დედაქალაქის მერმა N64-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნებზე კახა კალაძე ხმის მისაცემად N64-ე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

როგორც თბილისის მერმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას.

„მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს და ჯგუფებად დაყოს. შესაბამისად, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების დაყოფა. ერთხელ, უკვე ვნახეთ ეს ყველაფერი როგორი მძიმე იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ. ქართველები ცოტანი ვართ, კონსოლიდაცია გვჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
შემდეგი სტატიაცესკოს მიერ არჩეული მუდმივმოქმედი წევრი ირაკლი კვარაცხელია არჩევნების გაყალბებაში ამხილეს (ვიდეო)