“ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი”

საარჩევნო პროცესებზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში. ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი პროგნოზით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

“ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი. შესაძლოა, ეს ხელს აძლევდეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ეს ნამდვილა არ არის ამომრჩევლის ინტერესში და სწორედ ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ეს, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტის სახელით პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ. იმედიანად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი უდავოდ იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი სოფელ კონდოლის მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაგამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით გიორგი კვირიკაშვილი სარგებლობს