Amnesty International-ი ნავალნისთვის სინდისის პატიმრის სტატუსის დაბრუნებას გეგმავს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი უახლოეს დღეებში რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც კოლონიაში იხდის სასჯელს, სინდისის პატიმრის სტატუსს დაუბრუნებს – 7 მაისს ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. ვოლკოვის თქმით, Amnesty International-ი სწავლობს თუ რა გავლენა იქონია ნავალნისთვის ამ სტატუსის ჩამორთმევამ მისი რეპუტაციის შელახვაზე – Reuters-ი წერს.

ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი ჩამოართვა, “ტვიტერში” ამერიკელმა ჟურნალისტმა აარონ მატემ გაავრცელა, ორგანიზაციის ბრიტანული განყოფილებიდან მიღებული წერილის საფუძველზე.

დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის გამო, ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჯული ვერხაარმა პირობა დადო, რომ მომხდართან დაკავშირებით შიდა გამოძიებას დაიწყებდა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბასკინ რობინსი გაიხსნა
შემდეგი სტატიაევროკავშირი აშშ-ს წინადადებას ვაქცინებზე პატენტის მოხსნის შესახებ განიხილავს