ამირან გამყრელიძე : ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ, სლოგანი „დარჩი სახლში“ მნიშვნელოვანია

ხანდაზმულებმა და ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ და ის სლოგანი რაც გაზაფხულზე გვქონდა -„დარჩი სახლში“ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ასევე დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მობილობის შემცირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადაიანებმა ნაკლებად იმოძრაონ ისეთ ადგილებში, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკია.

„როდესაც რესპირაციული ვირუსიების სეზონი მოდის და თანდართვა შეიძლება იყოს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსისა კორონავირუსზე, სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში და დგება მთელი პროგრამა ე.წ. მოხალისეების მათი მხარდაჭრისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ ადამიანებმა ნაკლები იმოძრაონ გარეთ, ნაკლებად მივიდნენ შეკრებებზე, სადაც გადადების დიდი რისკი შესაძლებელია იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე აჭარაში მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება