ამერიკული სამხედრო ხომალდი PORTER ბათუმშია

ბათუმის პორტში, უკვე მეორედ, ამერიკული სამხედრო ხომალდო “პორტერი” შევიდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.
კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.
ხომალდზე, რომლის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი, იმყოფება 39 ოფიცერი და 282-წევრიანი პერსონალი. ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას გააღრმავებენ.
Porter-ი საქართველოში 2015 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. გემის ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს სანაპირო დაცვის დანაყოფებმა ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გემის რიგით მეორე ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზღვაო სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას.
Porter-ი ესპანეთის ასეულის შემადგენლობაშია და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშითქვენ ფეხებზე დაიკიდეთ თქვენივე დადგენილი წესი – ბოკერია მიქაუტაძეს
შემდეგი სტატიასასამართლოს სისტემაში არ არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი – მიქაუტაძე