სასამართლოს სისტემაში არ არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი – მიქაუტაძე

სასამართლო და იუსტიციის საბჭო არის მაქსიმალურად გახსნილი, ყველა პროსეცში ჩართულები ვართ და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ არის მაქსიმალურად გამჭვირვალე – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძე განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, არ არსებობს. მიქაუტაძეს კითხვა გავლენიან ჯგუფებზე უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ დაუსვა,

“ნაცმოძრაობამ ჩამოაყალიბა საზოგადოების ნაწილში აზრი, რომ სასამართლოს სისტემაში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომლებიც კონტროლს ახორციელებენ მთელ სასამართლო სისტემაზე. ადასტურებთ თუ არა, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი გავლენიანი ჯგუფი და მიაკუთვნებთ თუ არა თავს ამ ჯგუფს?”

მიქაუტაძე ამბობს, რომ სასამართლოში არსებობს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს სიტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და განვითარებაზე.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მოუწია ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში პრაქტიკაში ჩვენი განსახორციელებელი არის. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამ პროცესში, ბუნებრივია, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია, რომ ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ საქმით ვუდასტურებთ ყველას, რომ ეს ასე ნამდვილად არაა. სასამართლო და იუსტიციის საბჭო არის მაქსიმალურად გახსნილი, ყველა პროსეცში ჩართულები ვართ და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ არის მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს გადაყწვეტილებების მიღებაზე, იმიტომ, რომ ამას შეიძლება კრიტიკა მოჰყვეს,” – განაცხადა მიქაუტაძე.

banner
წინა სტატიაშიამერიკული სამხედრო ხომალდი PORTER ბათუმშია
შემდეგი სტატიასაბჭოს არამოსამართლე წევრებმა მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს – გიორგი მიქაუტაძე