ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან და ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხზე

„კონკრეტიკაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან და ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხზე. მათ შორის, ბუნებრივია, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებითაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასევე, ვისაუბრეთ არჩევნებზე და მოახლოებულ მეორე ტურებზე, რომლის მნიშვნელობაც კარგად ესმით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და თავად ეს მაღალი დონის ვიზიტიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალი ნების გამოხატვა 30 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

სასტუმრო „რუმსში“ იმართება შეხვედრა, რომელზეც პარტიების წარმომადგენლებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ხვდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და პარტიების წარმომადგენლები მასზე რიგრიგობით შედიან.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – მეორე ტურისთვის არ დავაფიქსირებთ პარტიულ პოზიციას, რათა ჩვენმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მათთვის, მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი
შემდეგი სტატიანიკა მელია: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება