ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მზადაა ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

“შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას,”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა მეტი კონფრონტაცია
შემდეგი სტატია„ბიბისი“ – გიორგი გახარიამ სავარაუდოდ გააცნობიერა მთავარი პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრებასთან დაკავშირებული რისკები