ამერიკის და ავსტრალიის მხარე საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ კოლეგებთან ერთობლივად ჩატარებულ ოპერაციას ეხმაურება

region
ავტ.: region სექტემბერი 19, 2019 16:06

ამერიკის და ავსტრალიის მხარე საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ კოლეგებთან ერთობლივად ჩატარებულ ოპერაციას ეხმაურება

ამერიკის და ავსტრალიის მხარე საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ კოლეგებთან ერთობლივად ჩატარებულ ოპერაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. როგორც დღეს უწყებაში მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა ღონისძიება ქართველმა პოლიციელებმა ამერიკელ და ავსტრალიელ კოლეგებთან ერთობლივად ჩაატარეს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე აშშ-ს მოქალაქეცაა დაკავებული, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ.

კერძოდ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას, და პასუხისგებაში მიცემას.

“ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI), ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით”,-ნათქვამია საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების ერთობლივი მოქმედების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

დაკავებული არიან აშშ-ის 1 მოქალაქე, ავსტრალიის 1 მოქალაქე, და საქართველოს 9 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ავსტრალიის პოლიციის ფედერალურმა აგენტის, მეკავშირე ოფიცრის ​ვენდი რიქსის განცხადებით: “პირველ რიგში, ვულოცავ ქართველ სამართალდამცველებს წარმატებულ გამოძიებას და ოპერაციას. ავსტრალიის ფედერალური პოლიცია თავის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას ბავშვები სექსუალური ექსპლუატაციისგან ავსტრალიასა და მსოფლიოში.

ეს გამოძიება არის ავსტრალიის ფედერალური პოლიციის საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფების გაუვნებელყოფას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო დონეზე. ამასთანავე, მსურს აღვნიშნო, რომ მოცემული გამოძიება არის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, რათა დაცულ იქნენ ბავშვები ჩვენს საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლობას და ვულოცავ საქართველოს პოლიციას ამ წარმატებულ გამოძიებას” – განაცხადა ​ვენდი რიქსმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 19, 2019 16:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics