თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიამერიკის და ავსტრალიის მხარე საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ კოლეგებთან ერთობლივად ჩატარებულ ოპერაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიაადვოკატი – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრალს არ ეთანხმება