ამერიკელმა ექიმებმა ადამიანის ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ამერიკელმა ექიმებმა ადამიანის ახალი ორგანო აღმოაჩინეს – მიკროსკოპული არხების ქსელი, რომელიც სავსეა სითხით და რომელიც ორგანოების შემაერთებელ ქსოვილებში აღწევს -ამის შესახებ ჟურნალი Scientific Reports-ი წერს.
არხების ქსელი შემთხვევით ენდოსკოპიისას აღმოაჩინეს, როცა ექიმები პეციენტის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ათვალიერებდნენ. ნაღვლის სადინარის შემოწმებისას მათ ნახეს, რომ მის ირგვლივ ქსოვილები არც ერთგვაროვანია და არც მკვრივი, როგორც ეს მანამდე ითვლებოდა, არამედ, უცნობი არხებით იყო დაქსაქსული. თავდაპირველად ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს კაპილარები იყო, მაგრამ კაპილარების სითხე მუქი ფერის უნდა ყოფილიყო, მიკროსკოპულ კვლევაში კი მეცნიერები ხედავდნენ ღია ფერის სითხეს.
სხვა ორგანოების ქსოვილების შესწავლისას, მათ შორის ცხვირის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არხები იქაც გადის. მეცნიერების თქმით, ამ არხში, რომელიც სითხის ცირკულირებას ახდენს და არის ახალი ორგანო, ორგანიზმის სითხის 1/5-ია განთავსებული.

banner
წინა სტატიაში“ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი”-ს მსახიობი სტეფანო ორდანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათურქეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს სკრიპალის გამო რუსი დიპლომატების გაძევებაზე