ამერიკელი სენატორი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბალანსისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სენატორი დემოკრატიული პარტიიდან ბობ მენენდესი თვლის, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების საკითხში ევროკავშირმა საკუთარ უსაფრთხოებასა ეკონომიკურ ინტერესებს შორის ბალანსი უნდა იპოვოს – ამის შესახებ მენენდესმა ორშაბათს, გერმანიის ფორნდის მიერ ორგანზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სენატორი რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების ერთ-ერთი თანაავტორია, რომელიც აშშ-მ რუსეთს ამერიკულ არჩევნებში ჩარევის, სირიაში მოქმედებებისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო დაუწესა – აღნიშნულ ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.
მენენდესმა, ასევე განაცხადა, რომ მას და მის მეგობრებს სურთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით საკუთარი მოქმედებები ევროკავშირთან კოორდინირებული იყოს.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ოცდაათზე მეტ კანონპროექტს განიხილავს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა