ამერიკელი სამხედროები კუნდუზას ჰოსპიტალის დაბომბვისთვის დასაჯ

ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ავღანეთში, ქალაქ კუნდუზაში ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეთ”-ის საავადმყოფო დაბომბეს, დისციპლინარული წესით დაისაჯნენ, მათ მიმართ ბრალდებები არ წაუყენებიათ – Associated Press-ი პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით წერს. საავადმყოფოს დაბომბვისთვის, სააგენტოს ცნობით, 12 სამხედრო მოსამსახურე დაისაჯა. ზოგიერთმა მათგანმა განაჩენი წერილობითი სახით მიიღო. სამხედროების ნაწილი სამხედრო საქმიანობას ჩამოაშორეს. 12-ვე სამხედრო მოსამსახურე რიგითები ან ოფიცრები არიან, და არც ერთი მათგანი არ არის გენერალი. ოფიციალურად, გამოძიების დასრულება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების სიტყვები სკოლის მოსწავლეების გამოსვლას შეადარეს