აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების სიტყვები სკოლის მოსწავლეების გამოსვლას შეადარეს

ამერიკელმა ლინგვისტებმა დაადგინეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების გამოსვლის ლექსიკა და გრამატიკა სკოლის მე-6-მე-8 კლასის მოსწავლეების დონეს გავს – პორტალი Phys.org წერს.
ამერიკის, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ლინგვისტებმა 5 კანდიდატის, რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის, ტედ კრუზის და მარკო რუბიოს, ასევე, დემოკრატები ჰილარი კლინტონისა და ბერნი სანდერსის გამოსვლების ანალიზი ჩაატარეს. ლინგვისტებმა აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული კანდიდატებიდან მილიარდელ დონალდ ტრამპს მე-4-მე-6 კლასის ლექსიკის დონე აქვს.

მეცნიერების თქმით, ამერიკის პრეზიდენტებიდან ყველაზე რთული ენა აბრაამ ლინკოლნს ჰქონდა, რომელიც ამერიკელ ხალხს მე-11 კლასის სკოლის მოსწავლის დონეზე ელაპარაკებოდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სამხედროები კუნდუზას ჰოსპიტალის დაბომბვისთვის დასაჯ
შემდეგი სტატიაპალერმოს პოლიციამ 62 მაფიოზი დააპატიმრა