ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი – ის საფრანგეთის პოლიციამ პარიზში დააპატიმრა. 24 წლის გოგო მას გაუპატიურებაში სდებს ბრალს, რომელიც მომღერლის სასტუმრო ნომერში 15 იანვარს მოხდა.

ახალგაზრდა ქალის განცხადებით, ისინი ერთმანეთს ღამის კლუბში შეხვდნენ, რომელიც ელისეის მინდვრებთან, პარიზის ცენტრში მდებარეობს, შემდეგ კი მომღერალთან სასტუმროში წავიდნენ.
დაპატიმრებულია, ასევე, ბრაუნის დაცვის წევრი და კიდევ ერთი მამაკაცი, სავარაუდოდ, მომღერლის მეგობარი.
29 წლის მუსიკოსს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. საფრანგეთის პოლიცია საჩივარს იძიებს.
ადრე ბრაუნს კანონთან პრობლემები ჰქონდა. 2009 წელს ის მომღერალ რიანას დაესხა თავს. გარდა ამისა, კიდევ ერთმა ქალმა დასდო მას ბრალი გაუპატიურებაში – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიიულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაბრედ პიტის და შარლიზ ტერონის რომანი არ დადასტურდა