იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

კოალიციური ფრაქცია პრემიერის პოსტზე ტიმოშენკოს დაასახელებს

უკრაინის პარტია “ბატკივშინამ” საკუთარი ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი რადას დეპუტატი იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელა. გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში ის ყველაზე პოპულარული ლიდერია. მეორე ტურის შემთხვევაში, ტიმოშენკოს გამარჯვება გამორიცხული არ არის – “ბიბისი” წერს. “მინდა უკრაინას ყოფილი სიძლიერე, ღირსება და სიმართლე დავუბრუნო. მე მივდივარ რომ გავიმარჯვო და მჯერა ჩვენი გამარჯვების” – ტიმოშენკომ განაცხადა პარტიის ყრილობაზე, რომელიც სამშაბათს, 22 იანვარს კიევში გაიმართა.

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ტიმოშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა
შემდეგი სტატიაამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს