ამბოხებულებმა თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატი დაიკავეს

4სახელმწიფო გადატრიალების მომხრეთა ერთმა ნაწილმა, რამდენიმე საათის წინ, გელჯუკში თურქეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის ფრეგატი დაიკავა. ამბოხებულებმა მძევლად აიყვანეს სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური – Reuters-ი წერს ბერძენ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

მიმდინარე მომენტში ამბოხებულების ნაწილი უკვე ჩაბარდა ხელისუფლებას, ნაწილი ბრძოლებს განაგრძობს.

თურქეთის პრემიერმა ბილანი იილდირიმმა 2800 ადამიანის დაკავების შეასხებ გააკეთა განცხადება, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.
სიტუაციას სრულიად აკონტროლებს მთავრობა – განაცხადა მან.
ასევე, მისი თქმით, ამბოხების დროს დაღუპულია 161 ადამიანი, 1440 დაჭრილია. ადრე გენშტაბმა 194 დაღუპულის შესახებ გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაშიბოსფორის ხიდზე სროლები და მშვიდობიანი მოქალაქეები (“სიენენის” ვიდეო)
შემდეგი სტატიათურქეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოხსნილია