თურქეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოხსნილია

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

გაერთიანებული აეროპორტები საქართველო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოხსნილია.

სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას.

მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ, გააგრძელონ მგზავრობა სტამბოლიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბოლის გავლით.

საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს: თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 საათი, ადგილობრივი დროით. ავიაკომპანია ატლას გლობალის რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე, ადგილობრივი დროით.

banner
წინა სტატიაშიამბოხებულებმა თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატი დაიკავეს
შემდეგი სტატია(video) როგორ გადაარჩინა ხალხის შურრისძიებისგან პოლიციელმა შოკში მყოფი ჯარისკაცი