ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი… მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს – გოცირიძე

ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს, – ამის შესახებ ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გიცირიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს წასვლასთან დაკავშირებით აცხადებს. გოცირიძე აღნიშნავს, რომ სერგეენკო კორუმპირებული მინისტრი არ იყო, განსხვავებით მისი სხვა კოლეგებისაგან.

“სისტემაში კი კორუფციაა და ამ მხრივ ვერ ჩაითვლება მისი საქმიანობა ეფექტიანად. რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია”, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთში დაკავებულ სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
შემდეგი სტატია“ახლა როგორც ჩანს პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავენ” – უგულავას თქმით, ივანიშვილი მინისტრებად პირად მომსახურე პერსონალს ნიშნავს