“ახლა როგორც ჩანს პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავენ” – უგულავას თქმით, ივანიშვილი მინისტრებად პირად მომსახურე პერსონალს ნიშნავს

პირადი მკურნალის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრად, ბიძინა ივანიშვილი პირად სტომატოლოგს გვინიშნავს – “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა პირად შპს-დ გადააქცია.

გიგი უგულავას თქმით, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შედის, რადგან ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო ავიწროებს იმ წრეს, საიდანაც მინისტრებს ნიშნავს. უგულავას თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს, როცა მინისტრების თანამდებობაზე ივანიშვილი პირად მომსახურე პერსონალს ამწესებს.

“ჩვენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ იმიტომ, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ავიწროებს იმ წრეს საიდანაც გამოჰყავს მინისტრები. ეს არის პირადი ექიმები და ახლა ახალი მინისტრი კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება, პროფესიით სტომატოლოგი როგორც მე გავიგე. თვითონ სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი და მისი პირადი ექიმი იყო, ახლა როგორც ჩანს პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავენ. პირადი დაცვა ერთი, პირადი დაცვა-ორი, “ქართუს” თანამშრომლები ყველგან.

ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიქეცით არცთუ ისე გამჭვირვალე შპს-დ სადაც ივანიშვილი გვინიშნავს თავის მომსახურე პერსონალს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს,”-აცხადებს გიგი უგულავა.

დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის. მას პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგენს. ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი… მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს – გოცირიძე
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება