ამ წუთებში ზუგდიდიდან 150 წლის მუხა მიაქვთ (ფოტო)

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდიდან 150 წლის იაპონური მუხა მიაქვს – ინგირში, ჭეჟიების ოჯახში საუკუნოვანი და გიგანტური მუხა საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანეს.  ხის გადამზიდავებმა  სარკინიგზო ლიანდაგზე გიგანტური მცენარის გადასატანად შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნეს.

ხის გადატანის ირგვლივ ლიანდაგის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს რკინგზის დეპარტამენტი  კატეგორიულად უარყოფს.  როგორც “თაიმერთან” საუბარში “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა   ხის გადატანა მოხდება  დროის იმ მონაკვეთში, როცა არ სრულდება დაგეგმილი სარკინიგზო   რეისები. შერჩეულია დრო და ეს არის ღამის პირველი საათი. მისივე განცხადებით, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. ამ წუთებში   სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებული არ არის-აცხადებს დაჩი ცაგურია “თაიმერთან” საუბარში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სოფელ შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს. მას სხვადასხვა რეგიონიდან  მრავალწლიანი მცენარეები მიაქვს და რგავს. პროექტი უკვე რამდენიმე წელიწადია ხორციელდება.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიიტალიელი პატიმრები რომში პარკებს დაასუფთავებენ
შემდეგი სტატიაზუგდიდის პოლიციის უფროსის სავარაუდო დანიშვნას გიორგი კუკავა აპროტესტებს