იტალიელი პატიმრები რომში პარკებს დაასუფთავებენ

რომში პატიმრებმა პარკები დაასუფთავეს -ამის შესახებ The Telegraph-ი წერს. პირველად მსგავს სამუშაოზე 27 მარტს 14 პატიმარი გაიყვანეს. ისინი კოლიზეუმთან ახლოს მუშაობდნენ და მათ თვალყურს ბადრაგი ადევნებდა. როგორც გამოცემა წერს, სულ მსგავს საქმიანობაში 100-მდე პატიმარი ჩაერთვება. ისინი იმუშავებენ, ასევე, გზების მშენებლობებში. ჯერჯერობით, ყველა მუშა-პატიმარი მამაკაცია, თუმცა, მალე მათ ქალებიც შეუერთდებიან. ვარაუდობენ, რომ პატიმრები კვირაში 5 დღე გავლენ სამუშაოზე. მომავალი კვირიდან იგივე სქემით იმუშავებს პატიმრების ჯგუფი მილანში, პალერმოში და ნეაპოლში. პროექტის ვადა 6 თვეა. მისი შედეგები გადაწყვეტს პროექტის ხანგრძლივობას.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკოს განცხადებები აფხაზებმა შეურაცხყოფად ჩათვალეს
შემდეგი სტატიაამ წუთებში ზუგდიდიდან 150 წლის მუხა მიაქვთ (ფოტო)