ზუგდიდის პოლიციის უფროსის სავარაუდო დანიშვნას გიორგი კუკავა აპროტესტებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული  და შემდეგ გამართლებული გიორგი კუკავა,  სამხარეო პოლიციის შენობის წინ ზუგდიდის პოლიციის  უფროსის გიორგი გვილავას სავარაუდო დანიშვნას აპროტესტებს. მისი განცხადებით სწორედ რომ გვილივა იყო ის პოლიციელი, რომელმაც ცრუ ბრალდებაზე დამაკავა. ყველაფერს გავაკეთებ რათა გვილავა არ მოხდეს პოლიციის უფროსის  თანამდებობაზე-აცხადებს გიორგი კუკავა.

,,ვთხოვ მინისტრს, არ დანიშნოს ასეთი კადრი უფროსად.ის უშუალოდ მონაწილეობდა ჩემს უკანონი დაკავებაში, მტკიცებულებების გაყალბებაში.მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება უკვე შევიტანე და საქმე ძიებაშია” -აცხადებს კუკავა.

 

შეგახსენებთ, რომ „ლენდო“ გასული წლის 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მას ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე.ექსპეტიზის დასკვნით „ლენდოდან“ ამოღებული თითის ანაბეჭდები დაემთხვა არა გიორგი კუკავას არამედ, სხვა პირის, ყაჩაღობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზურაბ ფარცვანიას ამავე მონაცემებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის უფროსის თანამდებობას გიორგი გვილავა დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ზუგდიდიდან 150 წლის მუხა მიაქვთ (ფოტო)
შემდეგი სტატიაძალის გამოუყენებლობაზე ერთობლივი განცხადების თაობაზე რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას