ამ წესით მთავარი პროკურორის არჩევა, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, – სოფო ვერძეული

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობას “ქართული ოცნების” მხრიდან იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მორჩილ მთავარ პროკურორს დანიშნავს. ოპოზიციის მსგავსად სამოქალაქო სექტორიც პროკურორის შერჩევის ერთ- ერთ მთავარ პრობლემად, იუსტიციის მინისტრსა და ამ პროცესში თეა წულუკიანის წამყვან როლს ასახლებენ.

“პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ უნდა თქვა ის აჩერებს ამ პროცესს და ცვლის კანონმდებლობას თუ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატურაზე დადებს ფსონს. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ახლა რამდენი კანდიდატია იქ წარმოდგენილი,”-აცხადებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული კი განმარტავს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი პოლიტიკური გავლენების ქვეშ არის მოქცეული.

“ამ პროცესში ძალიან მაღალია პოლიტიკური მონაწილეობა, მათ შორის იუსტიციის მინისტრის როლი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ წესით მთავარი პროკურორის არჩევა, ვერ უზრუნველყოფს ამ პოზიციაზე პოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას,”-აცხადებს სოფო ვერძეული.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება
შემდეგი სტატიაზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს