მთავარი პროკურორის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურების საპროკურორო საბჭოში წარდგენის ვადა დღეს იწურება. ამ დროისათვის კონკურსში სულ 15 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.
მათ გარდა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს
შემდეგი სტატიაამ წესით მთავარი პროკურორის არჩევა, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, – სოფო ვერძეული