ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს — ღარიბაშვილი გირჩზე

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 11:22

ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს — ღარიბაშვილი გირჩზე

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გირჩის საქმიანობა, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ისაუბრა.

“ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მძიმე პროცესი, რაც ამ ბოლო წლებში განვითარდა. ეს არის ტრაგედია და კატასტროფა ჩვენი ერისთვის. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, ნაცმოძრაობის და მასთან აპელირებული წევრების, ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებში ხდება ჩვენი საზოგადოებისა და მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია”, — თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გირჩი სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

“მე არ მოვერიდები და მინდა, ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე აღვნიშნო, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხე უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი”, — აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან ერთად სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხს დაარეგულირებს.

“მე ამაზე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ, ეს იქნება ერთ-ერთი ამოცანა და პირველი საზრუნავი ჩემი მინისტრობის. რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნას დარეგულირებული. ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში”, — დასძინა ღარიბაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 11:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,912
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics