ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დანაშაულია, საფრთხე ყველამ უნდა გავაცნობიეროთ – ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება უპატიებელი შეცდომა და დანაშაულია.

“კანდიდატის სტატუსი არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურით. ეს არის მილიარდობით თანხა, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში, გადანაწილდეს აბსოლუტურად ყველა სფეროზე, დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული განათლებით. ეს არის ათასობით სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი განათლება და გაცვლითი პროგრამები. ეს არის ის დოვლათი და სიკეთეები, რასაც დასავლური სამყარო გვთავაზობს. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არის უპატიებელი შეცდომა და დანაშაული. საფრთხე ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და თანმიმდევრული პროტესტით მივიღოთ ის, რაც არის ჩვენი ისტორიული მისია”, – თქვა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უკრაინას მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ოდესა ან კიევი – შოლცი
შემდეგი სტატიაკიშინიოვში რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტების პირველი ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს