ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, თურქეთში ექსპორტზე გადის – ნარმანია

ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში ხდება, დეფიციტურ თვეებში კი ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან ახორციელებს.

“ბოლო წლებში, როდესაც ელექტროენერგიის სიჭარბეა ექსპორტი ორ ქვეყანაში – თურქეთსა და სომხეთში ხორციელდება. გაზაფხულის პერიოდიდან, როცა თოვლის დნობა იწყება და პლუს უხვი ნალექია, ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება ადგილობრივ მოხმარებას აჭარბებს. შესაბამისად, ამ პერიოდში, ძირითადად ეს არის მაისი-ივნისი, შესაძლოა ივლისის გარკვეული დღეებიც, ელექტროენერგიის ექსპორტი ხდება.

დეფიციტურ თვეებში კი ელექტროენერგია პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის, რუსეთიდან. ძირითადი გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ფასი. საიდანაც უფრო დაბალი ფასი იდება აუქციონზე, შესაბამისად, ელექტროენერგიის შემოტანა იქიდან ხდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშინუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, ჩვენთვის მთავარი მიზანია, არ ჩავერთოთ ომში რაიმე ფორმით – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატია3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს – ხვიჩია