3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს – ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს.

„ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის – გადაჭარბებით შეასრულეს. ვფიქრობდი, რომ ეს ხალხი საბოლოო ჯამში აქციას დაშლიდა და ეს იმედები გადაჭარბებით შესრულდა. ვინც ფიქრობდა, რომ ესენი რევოლუციას მოაწყობდნენ და ტექნიკურ მთავრობას დანიშნავდნენ, მათი იმედები გაცრუვდა. მაინც მგონია, რომ კარგი დავალების შესრულება უფრო იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, თუ ვისი დავალების შესრულება იყო ეს, ხვიჩიამ აღნიშნა: „ვისაც აქციის ასე დაშლა აწყობდა. „ქართული ოცნების“ ინტერესები ნებსით თუ უნებლიეთ გაატარეს“.

banner
წინა სტატიაშიამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, თურქეთში ექსპორტზე გადის – ნარმანია
შემდეგი სტატიავცდილობთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ ეს შეძლონ – თეთრი სახლი