ამ არჩევნებში სააკაშვილი ჩართული იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ეს იყო პოლარიზაციის მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს, არ შეიძლება იყოს ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, საარჩევნო კამპანიაში და ზოგადად საარჩევნო პროცესში. კონსტიტუციით დადგენილია სულ 4 საარჩევნო ცენზი, მიხეილ სააკაშვილი აქედან ორს არ აკმაყოფილებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ ისაუბრა.

„ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას აქვს შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება. ამ არჩევნებში ის ჩართული იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ეს იყო პოლარიზაციის მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება კანონით გარანტირებული მექანიზმი იმისთვის, რომ კონსტიტუციის მოთხოვნა აღსრულდეს. დღემდე, კანონით არ იყო უზრუნველყოფილი კონსტიტუციის ამ მოთხოვნის აღსრულება. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ შევქმნით კანონისმიერ მექანიზმს იმისათვის, რომ ეს კონსტიტუციური მოთხოვნა აღსრულდეს. ეს არის შედარებით ფორმალური მხარე თავისი მატერიალური დატვირთვით და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას ვპირდებით ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გვქონდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის, 1500-მდე უბნის გადათვლა, თუმცა უარი მივიღეთ
შემდეგი სტატიაჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება