ამ ადამიანს რუსის ტყვიის არ შეშინებია და ახლა ამ ვირთხების შეეშინდება? – გოცირიძე ელისაშვილზე

“ევროოპტიმისტების” ლიდერმა რომან გოცირიძე მოითხოვს, რომ “მოქალაქეების” ლიდერზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და ყველა დამნაშავე ციხეში გაუშვან.

“ეს ხალხი არიან ლაჩრები. ელისაშვილი ავტომატით ხელში უკრაინაში წინა ხაზზე იბრძოდა. ფოტოების გადასაღებად არ დადიოდა ზოგიერთებივით კიევში და უკრაინაში. ამ ადამიანს რუსის ტყვიის არ შეშინებია და ახლა ამ ვირთხების შეეშინდება? ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს ეს საკითხი გამოძიებული. არ გამოიძიებენ, ვინც არ გამოიძიებს წავა ციხეში”, – ამბობს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს
შემდეგი სტატიაპოლიცია პირდაპირ ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში – ბუაძე