პოლიცია პირდაპირ ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში – ბუაძე

ლელოს” წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ “ოცნება” ბოლომდე გადაეფარება პოლიციას, რადგან მისი თქმით, პოლიცია პირდაპირ არის ჩართული მათი უკანონო დავალებების შესრულებაში.

“ამ რუსული სპეცოპერაციის ნაწილი არის ის, რომ პოლიციას ეფარებიან. საკუთარ შიშს ცდილობენ, რომ პოლიციის საშუალებით დაძლიონ და ვხედავთ, რომ პოლიცია პირდაპირ ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ, ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, მათ შორის ძალადობა პოლიტიკოსების, დეპუტატების მიმართ. ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკავების დროს, მაგრამ ეს ვერ გააჩერებს ჩვენს ლეგიტიმურ და მშვიდობიან პროტეტს”- ამბობს საბა ბუაძე.

3 საათზე პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიამ ადამიანს რუსის ტყვიის არ შეშინებია და ახლა ამ ვირთხების შეეშინდება? – გოცირიძე ელისაშვილზე
შემდეგი სტატიაიარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს – პრეზიდენტი აქციის მონაწილეზე