ამ ადამიანებმა – სულით და მენტალობით საბჭოთა არისტოკრატიამ და ინტელიგენციამ ორჯერ დაამხო ხელისუფლება

რამოდენიმე ადამიანმა მკითხა, თუ რატომ დავწერე “დაიცავით საქართველო დაიცავი საქართველოსგან”.
განვმარტავ: ამ ადამიანებმა – სულით და მენტალობით საბჭოთა არისტოკრატიამ და ინტელიგენციამ ორჯერ დაამხო ხელისუფლება. ერთხელ გამსახურდია -ტყვიით, მეორედ სააკაშვილი – ტყუილით (და აქ არ ვამბობ იმას, რომ ნაციოანელური მოძრაობა იმ დროს არ იყო დამარცხების ღირსი. მივუთითებ იმაზე, რომ მათ უკიდეგანო და ყოვლად ამაზრზენი ტყულები და ნარატივები გამოიყენეს ამ პოლიტიკური ძალის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ მათი ბრალია ახლა ორად გახლეჩილი საზოგადოების არსებობა) და ახლა მესამედ – როდესაც მათ გავლენას და კომფორტს დაემუქრა საფრთხე, ცდილობენ ხელისუფლება შეცვალონ. თუმცა უკვე სხვა ფორმულით – ვინმეს კი არ უნდა მიანდონ საკუთარ კომფორტზე ზრუნვა, არამედ თავად მართონ და თავად განაგონ. ეს სწორად უნდა გაიაზროს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. ამ ჰალსტუხიანი კანონიერი ქურდების ამოცანაა,შემოიკრიბონ ე.წ. ნაციონალურ პატრიოტული ძალები, გამოიყენონ ისინი და ქვეყანაში პირდაპირ რუსული მმართველობა დაამყარონ, თავად გახდნენ მეფისნაცვლები და ეგზარქოსებიც. ნუ გაგაკვირვებთ, მათ გვერდით ცალკეული გულანთებული მაგრამ იდეურად მოტყუებული პატიოსანი ადამიანების ყოფნა. ასეთი რამ ბევრი გამოვიარეთ და ბევრი იმედგაცრუებული გვინახავს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვამბობ – ამ ადამიანების -კოლონიზატორის მიერ გამოზრდილი ინტელიგენციის და მათი მხარდამჭერების დრო და პარპაში უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.
სასამართლო და სამართლიანობა? ვისგან, მაღრაძისგან? არ მომისმენია მისი სამართლიანობა ხუნტის – პირველი ხელისუფლების დამამხობელთა – გვერით დგომის გამო. ბესელიასგან? არ მომისმენია მისი ავარდნა აფგან მუხთარლის საქმეზე, არც მაჩალიკაშვილის თემაზე. ა, იმათგან სამართლიანობა, რომლებმაც სარფიანი ტენდერები ვერ მიიღეს ან/და ვერც ნავთობკორპორაციაზე და ვერც რკინიგზაზე ვერ დაამყარეს პირადი კონტროლი?
რა გომია საზოაგადოება ამათ პატრიოტობას და სულისკვეთებას რომ დაიჯერებს.
ვურჩევ ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს – არ აყვეთ ამათ მათ თამაშში და არ შეხვიდეთ მათ ველში-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება
შემდეგი სტატიაპარიზში ნაპოლეონის მემკვიდრის ბეჭედი იპოვეს, რომელიც აპრილის დასაწყისში მოპარეს