პარიზში ნაპოლეონის მემკვიდრის ბეჭედი იპოვეს, რომელიც აპრილის დასაწყისში მოპარეს

პარიზში პოლიციელებმა ნაპოლეონის პირდაპირი მემკვიდრის ბეჭედი იპოვეს, რომელიც აპრილის დასაწყისში მოიპარეს . მისი ღირებულება 1 მილიონი დოლარია. ბეჭედს 40 კარატი ბრილიანტი აქვს ჩასმული. ის ნაპოლეონ III-ის მემკვიდრეს, 32 წლის ბიზნესმენ ჟან-კრისტოფ ნაპოლეონს ეკუთვნოდა, რომელმაც ბეჭედი საკუთარ საცოლეს, გრაფინია ოლიპმია ფონ არკო-ზინებერგს დანიშვნის დღეს აჩუქა. ადრე ბრილიანტი ნაპოლეონის ცოლის გვირგვინს ამშვენებდა.
ბეჭედი გრაფინია ოლიმპიის მანქანის უკანა სავარძელზე იდო. მანქანა პარიზის მე-6 რაიონში იყო გაჩერებული. წყვილს მანქანის კარების ჩაკეტვა დაავიწყდა. ბეჭედი მოიპარეს საფულესთან ერთად, სადაც საკრედიტო ბარათები იდო. წაიღეს, ასევე, კომპიუტერი. მანქანის გაქურდვა არ დაუფიქსირებია არც ერთ გარე კამერას.
პოლიციის ინფორმაციით, ნივთები ეგვიპტის მოქალაქემ მოიპარა.

banner
წინა სტატიაშიამ ადამიანებმა – სულით და მენტალობით საბჭოთა არისტოკრატიამ და ინტელიგენციამ ორჯერ დაამხო ხელისუფლება
შემდეგი სტატიაალბანეთში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი არ წყდება