შალვა ხუციშვილი ნორთვუდის საზღვაო ძალების შტაბ-ბინას ესტუმრა

Official portrait General Sir Chris Deverell KCB MBE ADC Gen Commander Joint Forces Command

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დიდ ბრიტანეთში
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნორთვუდის საზღვაო ძალების შტაბ-ბინას ესტუმრა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა ხუციშვილი ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების
სარდალს, ვიცე-ადმირალ კლაივ ჯონსტონს შეხვდა. შეხვედრას, ასევე,
ესწრებოდნენ: შავი ზღვის რეგიონში სარდლის მრჩეველი, პირველი რანგის
კაპიტანი ლუის ნარდიზი, ნატოს სარდლობის სამხედრო-სამოქალაქო დირექტორატის
უფროსის მოადგილე, მეორე რანგის კაპიტანი რუდიგერ სოლფი და დიდ ბრიტანეთსა
და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
კახა ქენქაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მოლოდინში – სამხედრო ტექნიკა კრაკოვეცის საზღვართან
შემდეგი სტატია,,პოროშენკო სააკაშვილის დასახვედრად ბანდიტებს აგზავნის,, (ვიდეო)