სააკაშვილის მოლოდინში – სამხედრო ტექნიკა კრაკოვეცის საზღვართან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოლოდინში, კრაკოვეცის საზღვართან ახლოს, საიდანაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში შესვლას გეგმავს, სამხედრო ტექნიკა განალაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას, “РИА Новости” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კრაკოვეცის საზღვრიდან 300 კილომეტრის დაშორებით სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების ექვსი ერთეული განლაგდა.

“РИА Новости” ფოტო მასალასაც ვარცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს.

სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან, კარვებს შლიან და აქციისთვის ემზადებიან. პარტიაში “ახალი ძალების მოძრაობა” იმედოვნებენ, რომ მესაზღვრეები სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შემოშვების ნებას დართავენ.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო სააკაშვილის დასახვედრად მიმავალ უკრაინელებს გზას უკეტავს
შემდეგი სტატიაშალვა ხუციშვილი ნორთვუდის საზღვაო ძალების შტაბ-ბინას ესტუმრა