ალიანსი უკრაინას შეიარაღებული ძალების შემდომ მოდერნიზაციასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას შეიარაღებული ძალების შემდომ მოდერნიზაციასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.

„სამიტზე მოკავშირეები მიიღებენ გრძელვადიანი დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინას ნატო-ს სტანდარტებთან ადაპტაციაში დაეხმარება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ალიანსის დახმარებით უკრაინელი სამხედროები შეძლებენ საბჭოთა მოდელის არმიიდან თანამედროვე შეიარაღებულ ძალებზე გადასვლას, ნატო-ს მოქმედი სტანდარტებით.

როგორც გენერალური მდივანი ამბობს, ნატო-ს მიერ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის ფონზე, უკრაინას ტერიტორიული წარმატებების მიღწევა შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი- ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია