ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ თვითონ განუცხადა.

მოწერელიას თქმით, პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.

ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება მალხაზ თორიას, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, მანამდე კი, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ფრონტერა“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი გაჩიანს, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი