კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი გაჩიანს, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის – გაჩიანი, ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები რვით გაიზრდა, ასევე გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტერნში 240 ინფიცირებული მკურნალობს.

„ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია: ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა; კიდევ ერთის წყარო არის გაჩიანი; ერთი დადასტურებულის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი; ოთხი არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი არის სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 41 კოვიდინფიცრებული მკურნალობს.

„გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესებული იყო და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები“, – განაცხადა მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაკუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით მგზავრებს ვერ მოემსახურება