ალექსანდრე მოწერელიამ გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გუბერნატორის ადმინისტრაციის მუშაობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობისა და ამ პროცესებში მუნიციპალიტეტების უშუალო წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე პრიორიტეტად დაისახა მოსახლეობის სათანადო ინფორმირება სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების შესახებ, რათა მოქალაქეებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენება ეფექტურად შეძლონ.

,,ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია დისკუსია, რაც სწორ დასკვნებამდე მიგვიყვანს. სიამოვნებით გავიზიარებ თითოეული თქვენგანის იდეას, რაც უფრო პროდუქტიულს გახდის ჩვენ თანამშრომლობას. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მათ ინტერესებს ვიცავთ, მათი უკეთესი ხვალინდელი დღისათვის ვშრომობთ და თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით ჩვენი მოვალეობების შესრულებისას, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“ – განმარტა თანამშრომლებთან შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკის სულავეზის კუნძულზე მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ