ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
გუბერნატორმ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თითოეულმა წარმომადგენელმა განხორციელებულ და შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრა.

სოფლების უდიდეს ნაწილში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა. საუბარი იყო კოოპერატივების ბალანზე არსებული ძველი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობების შესახებაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებიცაა განთავსებული.

სოფლის წარმომადგენლებმა ინერტული მასალის ადგილობრივად მოპოვების შესაძლებლობასაც გაუსვეს ხაზი, რაც ლიცენზირებულ კომპანიებს შეუძლიათ და მუნიციპალიტეტს გაძვირებული სახით უწევთ შეძენა.
აღინიშნა ჩაშლილი ტენდერების თემაც, რის გამოც პროექტები განხორციელება წლობით ვერ ხეხდება.

,,გმადლობთ ღია საუბრებისათვის. ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე სოფელი, თუმცა, ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა პრიორიტეტულ საკითხებად დავყოთ და ეტაპობრივად, შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას“ – ამ მიმართვით დაასრულა შეხვედრა ალექსანდრე მოწერელია

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – საქმის მასალების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიამოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა იუსტიციის სახლში – ტაქსის მძღოლებს ნებართვის ასაღებად რიგში უწევთ დგომა